კაია კალასი - ჩინეთს და რუსეთს ალბათ, ბედნიერი დღე აქვთ, მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ - ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების და საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის

ჩინეთს და რუსეთს ალბათ ბედნიერი დღე აქვთ. მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თუ გრენლანდიის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ნატო-ს ფარგლებში. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის“, - წერს კალასი.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-მა და ევროპამ არ უნდა დაუშვან, რომ მათ შორის დავის გამო მთავარი ამოცანიდან - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხიდან - ყურადღება გადაიტანონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს