საპროტესტო მოძრაობის - „300 ქალი“- წარმომადგენლებმა რუსთავის ციხესთან აქცია გამართეს და ციხის დირექტორს მიმართეს

„გაათავისუფლეთ ქალი პოლიტპატიმრები“ - ამ მოთხოვნით ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ნანა სანდერის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“, „ანასტასია ზინოვკინას სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია“ და სხვა.

აქციის ორგანიზატორებმა განცხადებით მიმართეს #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ნეტან ვერულაშვილს და აღნიშნეს, რომ ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა და ამაზე პასუხისმგებლობა ნესტან ვერულაშვილს ეკისრება.

„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის. კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი სატელეფონო და წერილობითი საუბრებით ჩვენ ვისმენთ და ვიგებთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა. ქალბატონო ნესტან, მოგმართავთ როგორც ქალს და როგორც #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, გახსენებთ თქვენს სიტყვებს და ვალდებულებებს. პირველ რიგში, თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმოქმედეთ!“, - მიმართა თეონა ჭალიძემ ნესტან ვერულაშვილს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს