ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე

ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ყველა მომსახურება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, სარემონტო ბრიგადები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

ზელენსკის განცხადებით, რუსებმა წუხელ უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს, თავდასხმა განხორციელდა სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებზე. დაიღუპა ორი ადამიანი და ათობით დაშავდა.

„რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 1 300-ზე მეტი დრონი, 1 050-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, უკრაინას კვლავ სჭირდება მეტი დაცვა - უპირველეს ყოვლისა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე“, - წერს ზელენსკი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს