ჯორჯია მელონი ტარიფებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე - მჯერა, რომ  ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მუქარა გრენლადიასთან დაკავშირებული გეგმის მოწინააღმდეგე ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე, შეცდომაა.

მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარა.

„მჯერა, რომ დღეს ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს