ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს - ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელენ მაკენტის განცხადებით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება სრულიად მიუღებელი და ღრმად სამწუხაროა.

ჰელენ მაკენტის თქმით, მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების დაცვაზე და მსოფლიოში, სადაც ამ პრინციპებს უგულებელყოფენ და ძირს უთხრიან, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ იქნება.

„ირლანდიამ ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც, დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ყველა ქვეყნის - დიდის თუ პატარას, სამხედრო ალიანსებში გაერთიანებულის თუ ნეიტრალურის - უსაფრთხოებას და დაცულობას“, - აღნიშნა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს