კახა კალაძე - ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია - მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი უხვი ნალექი, მოვუწოდებ მძღოლებს, თავი შეიკავეთ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან

დღეს ღამე და ხვალ მთელი დღე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი უხვი ნალექი და ძლიერი თოვლი - მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, განსაკუთრებით, შემოერთებულ ტერიტორიებზე, თავი შეიკავეთ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კოჯორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

მისივე თქმით, ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა და მეორეხარისხოვანი გზა სრულად გაწმენდილია.

“ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შეფერხებების გარეშე.

დღეს ღამე და ხვალ მთელი დღე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი უხვი ნალექი და ძლიერი თოვლი. გავაგრძელებთ სამუშაოებს.

მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, თავი შეიკავეთ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან. პრობლემებს ქმნის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასევე, შესაძლოა მანქანის გაჭედვის, შემდეგ უჭირს ტექნიკას გადაადგილება, ტექნიკური მარილის მოყრა”, - აღნიშნა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს