ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა, დაიღუპა 21 ადამიანი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. მისი თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ლიანდაგიდან გადასვლა ლიანდაგის სწორ მონაკვეთზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, ლიანდაგის ეს მონაკვეთი მაისში განახლდა.

ავარია ადამუზთან ახლოს, კორდობას პროვინციაში, მოხდა. მეორე მატარებელი მადრიდიდან უელვის მიმართულებით მოძრაობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 25 მძიმე მდგომარეობაშია.

სამხედრო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად ავარიის ადგილთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცები განალაგეს.

პირველ მატარებელში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, მეორეში კი - დაახლოებით 100.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს