სირიის მთავრობამ ქურთების მეთაურობით მოქმედ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ შეთანხმებას მიაღწია

სირიის მთავრობის განცხადებით, ქურთების მეთაურობით მოქმედ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ (SDF) ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას BBC-ი სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმება, რომელსაც ხელი სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა მაზლუმ აბდიმ მოაწერეს, წარმოადგენს თითქმის ორკვირიანი საბრძოლო მოქმედებების დასასრულს და ის არის უფრო ფართო, 14-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი, რომელიც „სირიის დემოკრატიული ძალების“ სირიის სამხედრო და სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირებას უზრუნველყოფს.

სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ შეთანხმება სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს, აღადგინონ კონტროლი აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სამ პროვინციაზე - ელ-ჰასაქაზე, დაირ-ელ-ზავრსა და რაკაზე.

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ავტონომიური ადმინისტრაცია სირიის სამოქალაქო ომის დროს, თითქმის ათი წლის წინ, შექმნა შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერით, რომელმაც მისი შეიარაღება და გაწვრთნა უზრუნველყო. SDF წარმოადგენდა აშშ-ის მთავარ ადგილობრივ პარტნიორს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.

აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის დიდი ნაწილიდან ისლამური სახელმწიფო განდევნა და როგორც ქურთებით, ასევე არაბებით დასახლებულ ტერიტორიების მართვა განაგრძო.

ალ-შარაას და აბდის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სირიის ხელისუფლება კონტროლს დააწესებს სამოქალაქო ინსტიტუტებზე, სასაზღვრო გადასასვლელებსა და ნავთობისა და გაზის საბადოებზე, რომლებიც ქურთების თვითმმართველობას უჭერდა მხარს.

შემოწმების შემდეგ SDF-ის სამხედრო და უსაფრთხოების პერსონალის სირიის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ინტეგრირება მოხდება. ასევე დამასკო აიღებს პასუხისმგებლობას ციხეებსა და დაკავების ბანაკებზე, სადაც ათიათასობით უცხოელი მებრძოლი და მათი ოჯახები იმყოფებიან.

დამასკომ პირობა დადო, რომ აღიარებს ქურთების კულტურულ და ენობრივ უფლებებს, მათ შორის ქურთული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებით და ქურთების ახალი წლის ეროვნულ დღესასწაულად აღნიშვნით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო