სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ს გრენლანდია ევროპის სისუსტის გამო სჭირდება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ევროპის სისუსტე აშშ-ის მიერ გრენლანდიის კონტროლს აუცილებელს ხდის გლობალური სტაბილურობისთვის.

„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ. ევროპელები სისუსტეს აჩვენებენ, აშშ კი - სიძლიერეს“, - აღნიშნა ბესენტმა NBC-ის ეთერში.

მისი თქმით, გრენლანდიის საკუთრებაში მიღება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკური ჭადრაკის მატჩში.

„პრეზიდენტი თვლის, რომ უსაფრთხოების გაძლიერება შეუძლებელია გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში ყოფნის გარეშე“, - აღნიშნა ბესენტმა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ ევროპელი ლიდერები საბოლოოდ დაეთანხმებიან გრენლანდიაზე აშშ-ის კონტროლის იდეას.

„მჯერა, ევროპელები მიხვდებიან, რომ ეს საუკეთესოა გრენლანდიისთვის, საუკეთესოა ევროპისთვის და საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის“, - აღნიშნა ბესენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ „გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს