ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 ადამიანი დაიღუპა.

სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ეს ღამე ჩვენი ქვეყნისთვის ღრმა მწუხარების ღამეა ადამუზში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო. ვერანაირი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს ასეთ დიდ ტანჯვას“, - დაწერა მან X-ზე.

მეფე ფილიპე VI-მ და დედოფალმა ლეტიციამ განაცხადეს, რომ კატასტროფის შესახებ ინფორმაციას დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, ასევე სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს“, - ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს