ლევან მახაშვილი - საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და რატომ შეიწყალებს

პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ - იმ ადამიანებისგან, რომლებზეც თქვენ მეკითხებით [აქციის დროს დაკავებულები], ასეთი არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ვნახოთ, საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია ვის და რატომ შეიწყალებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ. იმ ადამიანებისგან, რომლებზეც თქვენ მეკითხებით [აქციის დროს დაკავებულები], ასეთი არაფერი მოგვისმენია, მაგრამ ვნახოთ, საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია. კონსულტაცია იქნება, იყო თუ არ იყო ეს საბოლოო ჯამში პრეზიდენტის გადასაწყვეტია - ვის შეიწყალებს და რატომ შეიწყალებს”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, საკითხზე, შედგა თუ არა რაიმე კონსულტაცია ამ საკითხზე მიხეილ ყაველაშვილთან, ინფორმაცია არ აქვს და მას მონაწილეობა მსგავს შეხვედრაში არ მიუღია.

კითხვაზე, როგორია მისი აზრი, უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა აქციის დროს დაკავებული ადამიანები, მახაშვილმა უპასუხა, რომ „აქ მისი აზრი რელევანტური არ არის.”

„მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და მას გავაკრიტიკებ, არ გავაკრიტიკებ, რაიმეს მოვუწოდებ თუ არა, აბსოლუტურად არარელევანტურია”, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს