გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ე.წ გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერა, თავადაც ამბობენ, რომ ნდობა არ არის - სადაც ნდობა არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა - რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული

ე.წ გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ. [ზურა] ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის - სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა - რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.

“[ზურაბ] ჯაფარიძის პარტია და “ნაცმოძრაობა” ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება. ეს არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან ასრულებენ დაკვეთებს. რაც შეეხება ე.წ გაერთიანებებს - თვითონაც აღარ სჯერათ, ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ და იმ ალტერნატიული წინადადებისთვის არ არის მიმართული, რომელიც თუ ოპოზიცია ხარ წესით იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე ხელისუფლებას აქვს. ესენი კი ამბობენ, ხელისუფლება რომ კარგს აკეთებს, ეს თქვენ გეჩვენებათო, ყველაფერი ცუდად არის სანამ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვალთო. მოსვლა როგორ უნდათ, ყველამ კარგად იცით - არჩევნების გარეშე. რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული. თუ ამოცანა გაქვს ნული, არაეროვნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო ნული იქნება”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის ამაზე საუბარი. მისი თქმით, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა და კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რაღაცები „გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება“, ერთ-ერთი პრობლემა კი ნდობის არარსებობაა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს