გია ვოლსკი - ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს, ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა

[ზურაბ] ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „სხვა ლიდერების უხერხემლობას ხედავს“.

„აბსოლუტურად გასაგებია რა ვითარებაა - გირჩმა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა. ხოლო სალომე ზურაბიშვილი იმ გეგმის ერთ-ერთი ფაქტორი და ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მის თავში მოიხარშა. არ ვიცი, ეს როდის მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლიდერის სადავეების ხელში აღება უნდა, რადგან სხვა ლიდერების უხერხემლობას ხედავს. ჰგონიათ, რომ გირჩი ჯაფარიძისგან ძლიერი და გამაერთიანებელი ფაქტორი შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამაში ცდებიან.

ამოცანა, რაც “ნაცმოძრაობას” გააჩნია, უცვლელია, რომ როგორმე საქართველოში ის მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზისკენ იმ იმედით წაიყვანს, რომ გახდება ევროპის ნაწილი - რაც უკრაინაში ხდება. სისხლში ჩამხრჩვალ უკრაინას უკიჟინებენ, რომ მისი გზა ევროპისკენ მიდის და ევროკავშირის წევრი დაჩქარებულად გახდება. ასეთი ეიფორია არსებობს მათ შორის, ჩვენს ბედოვლათ ოპოზიციაში და ზურა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ ამ ეიფორიას სათავეში ჩაუდგეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის ამაზე საუბარი. მისი თქმით, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა და კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რაღაცები „გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება“, ერთ-ერთი პრობლემა კი ნდობის არარსებობაა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება