მეუფე იაკობი - მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.

„ისე გავაკეთოთ, მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ მაინც და დაველაპარაკოთ. რამდენი წელია ვამბობთ შევრიგდეთ, შევრიგდეთო და ხან ვინ გამოხტება და ხან ვინ. ერთმანეთს როგორ მიმართავენ. მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან ნათლისღების დღესასწაული მიულოცა მთავრობას, ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, „ნამდვილად არ იცის, რატომ დარბიან ისინი ქუჩაში და რა სურთ“.

„ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან. რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს. ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება.

„ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთის აზრის მოსმენა და გაანალიზება.

„ერთმანეთს მოვუსმინოთ. ნუ გვგონია, რომ ერთმანეთზე ჭკვიანები ვართ. ქართველი ყველა ნიჭიერია და ჩვენი გაჭირვებაც ზუსტად ეს არის. ისეთი ნიჭიერია, რომ სხვისი მოსმენა არ უყვარს. მარტო თავისი აზრი აინტერესებს, მე ვარ მართალი-იტყვის. მოვუსმინოთ ერთმანეთს“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია