ბელარუსის საგარეო უწყების სპიკერი - დონალდ ტრამპმა ალექსანდრე ლუკაშენკო ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია , - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, რუსლან ვარანკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „დიდად აფასებს“.

„ამ წინადადებას ვაფასებთ, როგორც ბელარუსის სახელმწიფო მეთაურის პირადი დამსახურებებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის აღიარებას. ეს წინადადება პრეზიდენტს გადაეცა და მან ის დადებითად მიიღო“, - აღნიშნა ვარანკოვმა.

მანამდე, კრემლის პრესსიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა მიწვევა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც გაუგზავნა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება