ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე „მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა

ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის საკითხი განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დღეს განსახილველი ორი საკითხი გვაქვს. პირველი უსაფრთხოების სფეროში არსებულ მიმდინარე საკითხებს ეხება, ხოლო მეორე მრავალპოლარული მსოფლიოს მშენებლობაში ჩვენს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებს“, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე „აღნიშნული საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სთხოვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს