თენგო კირთაძე - ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს, დიდწილად არსებობს თანხმობა - რამდენიმე კვირაში იქნება ერთობლივი დოკუმენტი

არ შეიძლება ერთ დღეს ვამბობდეთ, რომ რუსული რეჟიმია და საკუთარ მოსახლეობას ქიმიური იარაღით წამლავს, მეორე დღეს კი ჰუმანურობაზე აპელირებას ვახდენდეთ, - ამის შესახებ განაცხადა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალების თემაზე საუბრისას.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ განაცხადა, ნათლისღების დღესთან დაკავშირებით აქციების დროს დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე მოლოდინი დიდწილად მედიის მიერ იყო შექმნილი.

„დღევანდელი დღე დიდ წილად მედიის მიერ არის შექმნილია... ეს მოლოდინი (აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალება ნათლისღების დღესასწაულზე) შექმნა მედიამ, უკაცრავად. ყაველაშვილის ნათქვამის შემდეგ, მხოლოდ მედიაში იყო ეს თემა.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ნათლისღებასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება მიექცა ამ თემას. ერთი წელია პროტესტის მოთხოვნაა: რეჟიმის გადადგომა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოღონდ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება რეჟიმის გადადგომის გარეშე ხომ არ ყოფილა?! რეჟიმის გადადგომა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და არა მოწყალება, რომ თქვენი ძლიერის პოზიციიდან გადმოაგდეთ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით. ამასთან, ამ თემის ირგვლივ ზედმეტი იმიტომ მოგვივიდა, რომ ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული, არც ყაველაშვილზე.

მშობლებს და ოჯახის წევრებს რა დამოკიდებულება და რა მოლოდინი ექნებათ ამ დღესთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა. პოლიტიკურმა სპექტრმა, აქტიურმა საზოგადოებამ და მედიამ უნდა აკონტროლოს მოლოდინები, ზედმეტი ყურადღება მიექცა ამ თემას. არ შეიძლება ერთ დღეს ვამბობდეთ, რომ რუსული რეჟიმია და საკუთარ მოსახლეობას ქიმიური იარაღით წამლავს, მეორე დღეს კი ჰუმანურობაზე აპელირებას ვახდენდეთ. ამით ხომ ჩვენ თვითონ არასერიოზულად გამოვიყურებით“,- განაცხადა კირთაძემ.

ამასთან, კირთაძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

კირთაძემ ისაუბრა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესზეც და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ამ ეტაპზე ოპოზიციაში მიმდინარეობს პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი. ვფიქრობ, რომ შექმნის პროცესი ახლო მომავალში დასრულდება. დიდ წილად არსებობს თანხმობა. რამდენიმე კვირაში იქნება ერთობლივი დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდება.

ერთიანობა არ იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი უპირატესობა, რაც პროტესტს გააჩნია, არის ის რომ დეცენტრალიზებულად გააჩინა წინააღმდეგობის კერები. ჩემი გადასახედიდან 2026 წელს ყველამ იზრუნოს საკუთარი თავის გაძლიერებაზე. რაც უფრო ძლიერი პოლიტიკური ინდივიდი ან პოლიტიკური სუბიექტი მეყოლება წინააღმდეგობაში, მით უფრო ძლიერად ვიგრძნობ თავს მეც და ზოგადად წინააღმდეგობა. ყველამ გააძლიეროს საკუთარი თავი. თუ ვინმე დაიღალა გავიდეს ცოტახნით, დაისვენოს და დაგვიბრუნდეს ისევ. ეს არის გამოსავალი, რაც უფრო მეტად გავაძლიერებთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტ პრობლემას შევუქმნით ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კირთაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება