ზვიად ცეცხლაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს

მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედის, ნარგიზ დავითაძის თქმით, ზვიად ცეცხლაძის გათავისუფლებას არ ელოდება.

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფმა ნარგიზ დავითაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პატიმარი ქალები გათავისუფლდნენ.

„ზვიადის შეწყალებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ორწლიანებზე ვფიქრობ. როგორც ზვიადს დაველოდებოდი, ისე ველოდები მაგ ბიჭებსაც. ზვიად, ვიცი, რომ ჩვენზე ნერვიულობ, მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, რომ მანდ მაგრად იყო.

ერთი სული მაქვს რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები, ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს. ქალები რომ განთავისუფლდნენ, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნარგიზ დავითაძემ.

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეწყალება "ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს