თორნიკე გოშაძის დედა - მაინც მაქვს იმედი, რომ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი ჩემი შვილი იქნება, რადგან ძალიან კარგად ვიცი და მათაც იციან, რომ არაფერი დაუშავებია

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის უცნობია, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან თუ არა აქციების დროს დაკავებული პირები.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის თორნიკე გოშაძის დედამ, მარეზი კობახიძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი მისი შვილიც იქნება.

„ალბათ, შინაგანად მაინც ვფიქრობ, რომ ამ 159 ადამიანს შორის ჩემი შვილიც იქნება. მაინც მაქვს იმის იმედი, რომ შეწყალებულებს შორის ერთ-ერთი იქნება ჩემი შვილი იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი და მათაც იციან, რომ არაფერი არ დაუშავებია და ეს არის [პატიმრობა] სამშობლოს სიყვარულისთვის. მაქვს იმის იმედი, რომ თუ რამე არსებობს შიგნით პატიმრის დახასიათებისა, ვიცი, რომ ჩემს შვილს პენიტენციური დაწესებულება კარგად დაახასიათებს იმიტომ, რომ ესენი როგორც გარეთ არიან კარგები, როგორც გარეთ იბრძოდნენ სამშობლოსთვის, განა არ იცის ყაველაშვილმა, რომ ესენი მებრძოლები არიან...

ამიტომ, თუ ჭკუა აქვთ თავში, ყველაზე ვამბობ, თორემ აქ ყაველაშვილს არავინ არაფერს ეკითხება... თუ ჭკუა აქვთ თავში, თუ უნდათ, რომ მსოფლიომ რაღაც პატარა წერტილით მაინც აღიაროს მარიონეტი ხელისუფლება, აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ“, - განაცხადა თორნიკე გოშაძის დედამ, მარეზი კობახიძემ.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეწყალება "ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში