დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე - არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს, მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და შემოგვიერთდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დააწესებს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აიძულებს, გლობალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას შეუერთდეს.

დონალდ ტრამპს დაუსვეს შეკითხვა ემანუელ მაკრონის მიერ საბჭოს წევრობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა:

„მან ეს თქვა? არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და შემოგვიერთდება, მაგრამ არ მოუწევს შემოერთება“.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი აპირებს, ამ ეტაპზე უარი თქვას ინიციატივაში გაწევრიანების მიწვევაზე.

ტრამპმა თავდაპირველად „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა ღაზაში ომის დასრულების გეგმის ფარგლებში გამოაცხადა. თუმცა, გასულ კვირას მსოფლიო ლიდერებისთვის გაგზავნილ მოწვევაში საუბარია კონფლიქტების გლობალურად დასრულების როლზე.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ 60-მდე ქვეყნისთვის გაგზავნილი წესდების პროექტი წევრებს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის შეწირვისკენ მოუწოდებს, თუ სურთ, რომ მათი წევრობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია