ანდრეი სიბიგა - რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევსა და სხვა რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ იერიშებს.

„ომის დამნაშავე პუტინი ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ გენოციდურ ომს აგრძელებს. უკრაინელი ხალხის გამძლეობა არ შეიძლება ომის გაგრძელების საბაბი იყოს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „პუტინის ბარბაროსული დარტყმა დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისთვის გამოღვიძების ზარია“.

„უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა სასწრაფოდ აუცილებელია. უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გარეშე ევროპაში მშვიდობა არ იქნება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია