თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული სპექტაკლის - „პარასკევის“ პრემიერა გაიმართება

31 იანვარს და 1 თებერვალს, 20:00 საათზე თეატრ სახელოსნო 42-ში თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული სპექტაკლის - „პარასკევი“ პრემიერა შედგება.

ნამდვილი სიყვარულის, უბრალო თანამგზავრის თუ ერთდღიანი სიყვარულის მოლოდინში ადამიანი მრავალ თავგადასავალს აწყდება. „პარასკევი“ სწორედ ამ მოლოდინზე მოგვითხრობს.

ერთ პარასკევ საღამოს, სხვადასხვა ადამიანების თავშეყრის სივრცეში, შორიდან დავაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს — თავგადასავლებს, ტკივილსა და სიხარულს. ეს არის ამბავი იმ ერთ, განსაკუთრებულ ადამიანზე მუდმივ ლოდინზე, იმაზე, რამდენად ვემზადებით, ვღელავთ და ხშირად — სრულიად ამაოდ.

რეჟისორი და ქორეოგრაფი — თინათინ წულაძე. მხატვარი — ბარბარა ასლამაზიშვილი. მუსიკა — თინათინ წულაძე. მუსიკალური გაფორმების თანაშემწე — ნიკა კოხრეიძე.

სპექტაკლის ხანგრძლივობა — 50 წუთი, შესვენების გარეშე.

მონაწილეობენ: ანი იმნაძე, ნინა ლორთქიფანიძე, რუსკა მაყაშვილი, ქეთი გიორგაძე, მარია გიორგობიანი, ანუკი შარია, ნიკა გუგუნავა, ჯონათან რასელი, ირაკლი ლომიძე, ნიკა ნიკურაძე, აკო გოგელია.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია პლატფორმებზე: tkt.ge, biletebi.ge, ticketfactory42.ge

(R)

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს