დონალდ ტრამპი - შოკისმომგვრელია, რომ ჩვენი „ბრწყინვალე“ მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო დიეგო გარსიას კუნძულის, აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის მავრიკისთვის გადაცემას გეგმავს - ეს კიდევ ერთი მიზეზია გრენლანდიის შესაძენად

შოკისმომგვრელია, რომ ჩვენი „ბრწყინვალე“ ნატო-ელი მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო, ამჟამად დიეგო გარსიას კუნძულის, აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის, მავრიკისთვის გადაცემას გეგმავს და ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტო დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, გაერთიანებული სამეფოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გრენლანდია უნდა შეიძინოს.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა შენიშნეს ტოტალური სისუსტის ეს აქტი. ესენი არიან საერთაშორისო ძალები, რომლებიც მხოლოდ ძალას აღიარებენ, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა, ჩემი ხელმძღვანელობით, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ისე სცემენ პატივს, როგორც არასდროს. გაერთიანებული სამეფოს მიერ უაღრესად მნიშვნელოვანი მიწის გადაცემა დიდი სისულელის აქტია და კიდევ ერთი მიზეზია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის შესაძენად“, - წერს ტრამპი.

მისი განცხადებით, დანია და მისი ევროპელი მოკავშირეები სწორად უნდა მოიქცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს