ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს.

„ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები. თავდასხმისას ასევე, დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პირი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს