უკრაინის დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მრჩევლებს შეხვდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ დავოსში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კირილ ბუდანოვთან და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიასთან, ერთად შეხვედრა გამართა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მრჩევლებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„დავოსში კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად ვმუშაობ. დილით, დავით არახამიასთან ერთად, შეხვედრა გავმართეთ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს [ლიდერების] მრჩევლებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. შევათანხმეთ ჩვენი მიდგომები უსაფრთხოების გარანტიებთან და შემდგომ დიპლომატიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ასევე, დაგეგმილია პარტნიორებთან შეხვედრები უსაფრთხოების გარანტიებთან, ეკონომიკურ განვითარებასთან და უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს