ეკონომიკის მინისტრი - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან - ჩვენი ამოცანაა, ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში

კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ძალიან აქტიური მუშაობა უშუალოდ კერძო სექტორთან, რომ ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების, ასევე საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.

„მიმდინარე პერიოდის განმავლობაში გვექნება ძალიან აქტიური შეხვედრები უშუალოდ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელები, დისტრიბუტორები თუ სხვა, მათ შორის, პროდუქტების მწარმოებლები. ჩვენი ამოცანაა, რომ უშუალოდ, ამ კომისიის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს უახლოესი თვეების განმავლობაში, ფაქტობრივად, აპრილის ბოლომდე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია
„მაკდონალდს საქართველოს“ შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს
„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს
„მეტროპოლის“ საერთაშორისო აღიარება - კომპანია Quality Achievements Award 2026 -ის მფლობელი გახდა