ტატა ხვედელიანის განცხადებით, თუ ფასებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, გახარიას პარტია მის მუშაობაში ჩაერთვება

ბატონმა კალაძემ თქვა, რომ ბიზნესის 99% არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და შემომწირველი. ანუ ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით ზეთში, კარაქში, პურში და სხვადასხვა პროდუქტში, ირიბად მიდის “ქართული ოცნების” შავ თუ თეთრ ყულაბაში. უნდა დადგინდეს, რა თანხა მიდის ყულაბაში და მოქმედებს თუ არა ეს ფასების გაზრდაზე, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, გიორგი გახარიას პარტია ამ კომისიაში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას გაითვალისწინებს ამ კომისიის მანდატი. მთავარი არის მიზანი, რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. თუ ამ კომისიაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და თუ ეს კომისია მართლაც დადებს ღირებულ და ქმედით რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა, ეს ძალიან წარმატებულ იქნება, თუმცა, ეს კომისიაც და ასევე სამთავრობო კომისიაც, რომელიც შეიქმნა, ქმედითი უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა ბიზნეს ჯგუფმა დაჩაგროს მეორე ბიზნეს ჯგუფი მთავრობის დახმარებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ემსახურება მხოლოდ მათთან აფილირებული ადამიანების, ბიზნეს-ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების გაძლიერებას იმიტომ, რომ ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა ჩვენს მოსახლეობაზე არ ისახება. შესაბამისად, ეს 20-25 ოჯახი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე ხეირობს და ამიტომ, ამ ვითარებაში ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურებოდეს მხოლოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების, მხოლოდ “ქართული ოცნების” შემომწირველების ინტერესებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ბატონმა კალაძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ ბიზნესის 99% არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ასევე თქვა ის, რომ ამ მხარდამჭერების 99% არის “ქართული ოცნების” შემომწირველი. ანუ ის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით ზეთში, კარაქში, პურში და სხვადასხვა პროდუქტში, ირიბად მიდის “ქართული ოცნების” შავ თუ თეთრ ყულაბაში. უნდა დადგინდეს, რა თანხა მიდის ყულაბაში და მოქმედებს თუ არა ეს ფასების გაზრდაზე”, - განაცხადა ხვედელიანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია