დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან „ძალიან პროდუქტიული" შეხვედრის საფუძველზე შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო და ტარიფებს აღარ დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოაყალიბეს და დაგეგმილი ტარიფები ძალაში არ შევა.

კერძოდ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“.

“ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, რომელიც ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან მქონდა, ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიასთან და, რეალურად, მთლიან არქტიკულ რეგიონთან მიმართებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო. ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში. დამატებითი საუბრები იმართება “ოქროს გუმბათთან” დაკავშირებით, ვინაიდან ის გრენლანდიას ეხება. საუბრების პროგრესთან ერთად მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრავალი სხვა, თუ საჭირო იქნება, პასუხისმგებლები იქნებიან მოლაპარაკებებზე - პირდაპირ მე ჩამაბარებენ ანგარიშებს”, - წერს ტრამპი.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ