თეთრი სახლის პრესსპიკერი - გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დეტალები მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება

გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების დეტალები მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩოს“ დეტალები პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა შეათანხმოს.

„თუ ამ შეთანხმების მიღწევა მოხდება, რისი იმედიც პრეზიდენტ ტრამპს აქვს, მაშინ აშშ თავის ყველა სტრატეგიულ მიზანს მცირე დანახარჯებით, სამუდამოდ მიაღწევს“, - განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“.

„ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს