დანიის პრემიერ-მინისტრი - არქტიკაში უსაფრთხოება მთლიანად ნატო-ს განსახილველი საკითხია

არქტიკაში უსაფრთხოება მთლიანად ნატო-ს განსახილველი საკითხია, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან პროდუქტიული შეხვედრის“ საფუძველზე, მათ „შექმნეს გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო“.

„ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის განიხილება“, - განაცხადა ფრედერიკსენმა.

მისი თქმით, ნატო-მ დანიის პოზიციის შესახებ იცის და ასევე, ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ რუტესა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები დანიის სუვერენიტეტის შესახებ არ ყოფილა.

„დანიის სამეფოს არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მოკავშირეებთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება სურს, იმ პირობით, რომ ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით მოხდება“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს