პეტრე ცისკარიშვილი - პარტიების გაერთიანება ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, საერთო პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას - იმისთვის, რომ ამ რეჟიმის რღვევა დაიწყოს, აუცილებელია ყველა იყოს ერთიანი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ როგორც ჩვენ ვამბობდით, ყველა ერთად უნდა იყოს საერთო სიით, საერთო ნომრით, ერთი ერთზე შევერკინოთ ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მაგრამ ამ მიდგომაში არ წამოგვყვნენ სხვა პარტიები მაშინ. ახლაც იგივეს ამბობს მიშა სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ რეჟიმის რღვევა დაიწყოს, აუცილებელია ყველა იყოს ერთიანი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარტიების გაერთიანების შესახებ.

ცისკარიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანმიმდევრულია თავის განცხადებებში.

„პარტიების გაერთიანება ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, საერთო პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ როგორც ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა ერთად უნდა იყოს საერთო სიით, საერთო ნომრით, ერთი ერთზე შევერკინოთ ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მაგრამ ამ მიდგომაში არ წამოგვყვნენ სხვა პარტიები მაშინ. ახლაც იგივეს ამბობს მიშა სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ რეჟიმის რღვევა დაიწყოს აუცილებელია ყველა იყოს ერთიანი. შერჩევითი მიდგომა კი არ იყოს პარტიების და ნომრების, არამედ იყოს ბიძინა ივანიშვილი ერთ მხარეს და პროდასავლური ოპოზიციური ერთობა მეორე მხარეს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„დღეს საუბარი იმაზე, უნდა ვიყოთ თუ არა ერთიანები, საერთოდ ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ვისაც ჯერ კიდევ უხარია, რომ ჩემმა პარტიამ ცოტახმიანი პროცენტი მიიღო, იმას საერთოდ ვერაფერი გაუგია და არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა