ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაური - ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რათა ალიანსის წევრებმა არქტიკაში პოზიციები გააძლიერონ

არქტიკაში ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება შეშფოთებას იწვევს , - ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაურმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში როგორც საზღვაო, ისე საჰაერო სივრცეში პატრულირების გაზრდით გამოიხატა. ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რათა ალიანსის წევრებმა არქტიკაში პოზიციები გააძლიერონ“, - განაცხადა გრინკევიჩმა.

ამასთან, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ აღნიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად ალიანსი კვლავ ერთიანია.

დრაგონეს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გამოცხადებული „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ საწყის ეტაპზეა.

„ვიცით, რომ გრენლანდიის, დანიისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული ჩარჩო შეთანხმება არსებობს. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით“, - აღნიშნა დრაგონემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს