იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა შინაარსიანი, კონსტრუქციული და უკიდურესად გულწრფელი იყო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები შინაარსიანი და კონსტრუქციული იყო, - ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა და იყო განსაკუთრებით არსებითი, კონსტრუქციული და, ვიტყოდი, უკიდურესად გულწრფელი და ნდობით სავსე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრა ორიენტირებული იყო უკრაინელებთან და ევროპელებთან აშშ-ის კონტაქტების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.

„ვიტყოდი, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა ამერიკის წარმომადგენლებთან კონკრეტულად ფოკუსირებული იყო უკრაინელებთან და ევროპელ პარტნიორებთან ამერიკელების კონტაქტების შედეგების ინფორმაციის მიღებაზე და შემდგომი ქმედებების პარამეტრების ერთობლივად განსაზღვრაზე“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებას როგორც უკრაინასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები კონცეპტუალური კუთხით განიხილეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი აქვთ მრავალფეროვან სფეროებში“, - აღნიშნა უშაკოვმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტოფს შორის შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი. აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯოშ გრუენბაუმი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს