იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელებს შორის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარება არ მოხდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს დადასტურდა, რომ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინაში გრძელვადიანი მოგვარების მოლოდინი შეუძლებელია.

„მთავარი ის არის, რომ ჩვენს პრეზიდენტსა და ამერიკელებს შორის ამ მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტერიტორიული საკითხის ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის მიხედვით გადაწყვეტის გარეშე, გრძელვადიანი მოგვარების მიღწევაზე იმედის დამყარება არ ღირს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების თანმიმდევრულად მიღწევს მანამ, სანამ კონფლიქტი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არ მოგვარდება.

„ჩვენ, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, გულწრფელად ვართ დაინტერესებული უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებით. მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, რუსეთი გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის დასახული მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს