იური უშაკოვი - აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციამ ვლადიმერ პუტინისგან კონკრეტული ინსტრუქციები მიიღო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება.

უშაკოვის თქმით, აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ადმირალი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

„შემიძლია დავამატო, რომ ჩვენმა დელეგაციამ რუსეთის პრეზიდენტისგან კონკრეტული ინსტრუქციები მიიღო, ამერიკელებთან დღევანდელი საუბრის ყველა დეტალის გათვალისწინებით“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრის გარდა, კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და აშშ-ის წარმომადგენელი სტი უიტკოფი აშშ-რუსეთის ორმხრივ შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ 23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს