გიგა ლემონჯავა - გიორგი ვაშაძის პატიმრობის თითოეული დღე იყო უკანონო და უსამართლო - დარწმუნებული ვარ, გიორგი იქნება ერთიანობის გულშემატკივარი

გიორგი ვაშაძის პატიმრობის თითოეული დღე იყო უკანონო და უსამართლო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც პოლიტიკოსები და ოჯახის წევრები “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ციხიდან გამოსვლას ელოდებიან.

ლემონჯავას თქმით, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე თვე გაატარა აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში.

„მისი პატიმრობის თითოეული დღე იყო უკანონო და უსამართლო. გიორგის ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ, მასთან გვქონია პოლიტიკური თანამშრომლობა. მე ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი იქნება ერთიანობის გულშემატკივარი და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლემონჯავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს