დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი - თუ ქსელური მარკეტების დაწესებული გადასახადები რეგულირების ჩარჩოში მოექცევა, სადისტრიბუციო სექტორისთვის არსებობს სივრცე, რომ გადასახადები დაზოგონ, რაც დადებით გავლენას მოახდენს ფასზე

რეალურად, დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე, თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს [ფასებზე], - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ პრემიერსა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ხედავენ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

„სადისტრიბუციო სექტორისთვის, თუკი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები მოექცევა რეგულირების ჩარჩოში, არსებობს სივრცე, რომ გამოათავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგონ, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასზე.

რეალურად, დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე, თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს [ფასებზე].

დისტრიბუტორებს რაც შეეხება, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, რომლის გაღებაც უწევს და ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა ჩანდეს, რომ ფასნამატია მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება... ჩვენ ერთ-ერთ ნაწილად ვხედავთ მინიმუმ თუ გაიაფება არა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას“, - აღნიშნა რიჟამაძემ.

ის ასევე პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.

„არ ვიცით, 86% რა ფორმულით იქნა გამოთვლილი. შესაძლოა, რიგ პროდუქტზე იყოს მსგავსი ფასნამატი, ზოგზე ნაკლები, ან უფრო მეტი. ამას მხოლოდ ქსელური მარკეტი არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილში თამაშობს როლს. რეალურად არსებობს სხვა მთელი რიგი გარემოებები, რომელიც საბოლოოდ ზემოქმედებს, მათ შორის საბანკო პროდუქტი, საზღვარგარეთ გაძვირებული ფასი და ასე შემდეგ“,- აღნიშნა რიჟამაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღებას, რაც გუშინ განხორციელდა, ლაშა რიჟამაძის თქმით, კარგი იქნებოდა კომპანიები ინფორმირებულები ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოების შესვლაზე და ეს ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილიყო.

„ყველა სექტორისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანამშრომლობენ აქტიურად კონკურენციის სააგენტოსთან და უახლოეს გასულ პერიოდში მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, დღესაც მზად არიან ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. კარგი იქნებოდა ინფორმირებულები ყოფილიყვნენ იმ სახით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ ამოღებას და მოულოდნელი არ იქნებოდა. სხვა მხრივ, პრობლემა არ არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია ყველა სადისტრიბუციო, თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი“,- აღნიშნავს რიჟამაძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი