ვიქტორ ორბანი - მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას უნგრეთში მხარდაჭერის მოპოვების შანსი არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, რომ უნგრეთის ამჟამინდელი მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინელების ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, კიევი უნგრეთის მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის ცდილობს, რათა ამჟამინდელი მთავრობა უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელით ჩანაცვლდეს. ამით აღფრთოვანებული არ ვარ და ვებრძვით ამას“, - აღნიშნა ორბანმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა