სტივენ მილერი - ევროპა ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს

ევროპა ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპა საკუთარ ენერგეტიკაზე რეგულაციებით, მწვანე ენერგიასა და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებით ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს. ევროპა საკუთარ თავს უპასუხისმგებლო მიგრაციული პოლიტიკით ანადგურებს. იგი წლების განმავლობაში საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებს არ დებდა და საკუთარი თავდაცვის სუბსიდირებისთვის აშშ-ის იყენებდა“, - განაცხადა სტივენ მილერმა.

ასევე, მისი თქმით, „რუსეთს მხოლოდ აშშ-ის ეშინია“.

„თქვენ ფიქრობ, რომ რუსეთს ნატო-ს ქვეყნების უმეტესობის ეშინია? მიგაჩნიათ, რომ რუსეთს ევროპის ქვეყნების უმეტესობის ეშინია? მსოფლიოში ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს და რომლისაც ეშინია, ამერიკის შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა მილერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს