ანდრეი სიბიგა - ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან - პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან - პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად ყველაზე მეტად კიევი და ხარკოვი დაზარალდა. ასევე, დარტყმების შემდეგ ჩერნიგოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ამ ბარბაროსულმა დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის ადგილი არა „მშვიდობის საბჭოში“, არამედ სპეციალურ ტრიბუნალზე განსასჯელთა სკამშია“, - წერს სიბიგა X–ზე.

მისი თქმით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი ადგილები იყო.

„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდურ ომს, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას განაგრძობს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს