სახალხო დამცველი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, იოსელიანმა დეტალურად ისაუბრა ადამიანის უფლებების ცოდნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება