უკრაინული მედია - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის ცნობით, უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიშს ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგენს.

ამასთან, რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები აბუ-დაბიში უახლოეს დღეებში გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გუშინ დაიწყო.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეებმა „რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები“ განიხილეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს