ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში საუბრები კონსტრუქციული იყო, შემდეგი შეხვედრები შესაძლოა, მომდევნო კვირას გაიმართოს

აბუ-დაბიში საუბრები კონსტრუქციული იყო, შემდეგი შეხვედრები შესაძლოა შემდეგ კვირას გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენმა დელეგაციას ანგარიში მომაწოდა; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრები დასრულდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი ფორმატი იყო: სამმხრივი შეხვედრების ორი დღე. ბევრი რამ განიხილა, და მნიშვნელოვანია, რომ საუბრები კონსტრუქციული იყო…

საუბრების ცენტრალური ფოკუსი ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები იყო. ძალიან ვაფასებ ომის დასრულების პროცესის ამერიკული მონიტორინგისა და ზედამხედველობის საჭიროებისა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაგებას…

შეხვედრების შედეგად, რომლებიც ამ დღეებში იმართებოდა, ყველა მხარე შეთანხმდა ანგარიშები ჩაიტანონ თავის დედაქალაქებში მოლაპარაკებების ყოველ ასპექტზე და თავიანთ ლიდერებთან მოახდინონ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია. სამხედრო წარმომადგენლებმა საკითხების სია შეადგინეს შემდეგი პოტენციალური შეხვედრისთვის. თუ წინსვლის მზაობა იქნება - და უკრაინა მზად არის - შემდგომი შეხვედრები გაიმართება, პოტენციალურად შემდეგ კვირას,” - წერს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება