ზვიად ხარაზიშვილი - არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას, თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები, გავაგრძელებ - ყველამ კარგად იცის, რომ მე თვითონ წამოვედი

განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება") განცხადებით, ის სამართალდამცავ სისტემაში არ დაბრუნებულა და დაბრუნებას არც აპირებს.

აღნიშნულის შესახებ მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარისას ისაუბრა.

კითხვაზე, საკუთარი სურვილით წავიდა თუ არა სტრუქტურიდან, ხარაზიშვილი დადებითად პასუხობს.

„მე [სისტემაში] არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას. თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები, დავბრუნდები და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა. ბევრს აინტერესებს და არა-თქო ვამბობ. რა თქმა უნდა [ჩემი სურვილით წავედი], ყველამ კარგად იცის, რომ მე თვითონ წამოვედი. მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. დავჭირდები ჩემ სამშობლოს, გავაგრძელებ ჩვეულებრივ", - აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს