რუსულმა ძალებმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რუსულმა ძალებმა 25 იანვრის ღამეს უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, „С-300“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და 102 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა 87 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტის დარტყმის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. დრონებით დარტყმა კი 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა