ირაკლი ფავლენიშვილი - თუ დემოკრატიზაცია იქნება, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ დასავლური სამყაროს ყველა სხვა მოთხოვნას შეასრულებენ, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნიან, დისკუსია ბუნებრივად იქნება

თუ კაცს ტროტუარზე დგომის გამო აკავებ და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო, მეორე ხელით საჯარო დისკუსიას ვერ გახსნი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მზად იყო ხელისუფლებასთან საჯარო დებატებისთვის, თუმცა ხელისუფლება არ თანხმდებოდა.

ამასთან, ფავლენიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დებატებში მონაწილეობა ბევრ რამეს შეცვლიდა.

„ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. საზოგადოება იმსახურებს, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი მუდმივად ხელოვნურად არ იყოს პროცესიდან გამოთიშული და შეეძლოს ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიღება. მას მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს და ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, რომ მათ ლიდერს ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს მიეცა ამის გაკეთების უფლება სხვადასხვა წინასაარჩევნო პერიოდში, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, მე „საზმაუს“, "რუსთავი 2“-ის ეთერშიც ნამყოფი ვარ. „იმედზე“ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი იმიტომ, რომ არც მიწვევდნენ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ისინი არცერთ ოპოზიციურ არხზე არ მოდიოდნენ. ვინ ჩაახშო ამ ქვეყანაში დისკუსია და დებატები, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, არ სჯერა არც იმისა, რომ ხელისუფლებას სურსათზე ფასების დაწევა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სურს.

„ივანიშვილისგან არ გვჯერა. ფასების შემცირების და კორუფციის დამარცხების ალბათობა არის ჩვენთვის წარმოდგენილი. ეს ადამიანი ინფორმირებული იყო და კარგად იცოდა, რომ მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების კარტელური გარიგებებით ხდებოდა ფასების აწევა. შეიძლება ზედაპირულად რაღაცების კორექტირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად, ფასების კლებას არ ექნება სისტემური ხასიათი. კორუფციასაც ვერ დაამარცხებენ და ამის გვწამს იმიტომ, რომ ეს ძალა თავის არსში ამას არ ითვალისწინებს. ასევე, არ ითვალისწინებს საჯარო დისკუსიას. თუ კაცს ტროტუარზე დგომის გამო აკავებ და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო, მეორე ხელით საჯარეო დისკუსიას ვერ გახსნი. თუ დემოკრატიზაცია იქნება, თუ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ დასავლური სამყაროს ყველა სხვა მოთხოვნას შეასრულებენ, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნიან ქვეყანაში, ამ დროს საჯარო დისკუსია ბუნებრივად იქნება. იმ საჯარო დისკუსიაზე საუბრობენ, რომელზეც ჩვენ სულ თანახმა ვიყავით“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიფ სთეითის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე