ისრაელის განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელი ბოლო მძევლის ცხედრის ძებნის ოპერაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელი ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გადასასვლელს ხელახლა გახსნის მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მძევლის, სერჟანტი რან გვილის ცხედრის მოსაძებნად დაწყებულ ოპერაციას დაასრულებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული ვადები, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ კვირას დაწყებული ოპერაცია, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონის ვარაუდით, ძებნა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კვირა საღამოს დაადასტურეს, რომ გვილის ცხედარს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე სასაფლაოზე ეძებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს