ფილიპინებში ბორანის ჩაძირვის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ფილიპინებში, კუნძულ ბალუკ-ბალუკთან ახლოს ბორანი, რომელზეც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა. ოფიციალური პირების თქმით, მაშველებმა სულ მცირე 316 მგზავრი გადაარჩინეს და 15 ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლების თქმით, კუნძულებს შორის მოძრავი სატვირთო და სამგზავრო ბორანი M/V Trisha Kerstin 3-ი, რომელზეც 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა, ზამბოანგას პორტიდან სულუს პროვინციაში, ჯოლოს კუნძულისკენ მიემართებოდა, როდესაც, როგორც ჩანს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ჩაიძირა.

სანაპირო დაცვის მეთაურის, რომელ დუას განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების გემები, სათვალთვალო თვითმფრინავი, საჰაერო ძალების Black Hawk-ის ვერტმფრენი და სათევზაო ნავების ფლოტი.

მისივე ინფორმაციით, ბორნის ჩაძირვის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს