გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, სოფიო კილაძის ინიციატივით, ჟენევაში ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 19 იანვარს ჟენევაში გაიმართა ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია, რომლის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 2025 წლის 8-10 მარტს გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ.

უნივერსიტეტის ცნობით, განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებად სფეროში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ერთობლივი განცხადება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ სოფიო კილაძის ინიციატივაა.

„2026 წლის 19 იანვარს ჟენევაში გაიმართა ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია. განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარებად სფეროში. 60-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ეს დოკუმენტი ასახავს გლობალურ თანხმობას, რათა ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გამოყენება ემსახურებოდეს ბავშვთა უფლებების დაცვას.

აღნიშნული ერთობლივი განცხადება არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ სოფიო კილაძის ინიციატივა, რომელიც, ამავდროულად, არის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

„ერთობლივი განცხადება ბავშვებისათვის ნიშნავს ძალიან კონკრეტულ და ხელშესახებ ცვლილებებს. იგი ქმნის საფუძველს ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემებისთვის, რომლებიც იქნება უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და ბავშვების ასაკსა და საჭიროებებზე მორგებული… თუმცა,რეალური ცვლილება ბავშვების ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც ეს პრინციპები გადაიქცევა კანონებად, პროგრამებად, ტექნიკურ სტანდარტებად და ყოველდღიურ პრაქტიკად“,- განაცხადა კილაძემ.

ერთობლივი განცხადების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 2025 წლის 8-10 მარტს გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც იქცა მრავალმხრივ პლატფორმად სახელმწიფოთა წარმომადგენლების, გაეროს სტრუქტურების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიები დაედო საფუძვლად განცხადების ტექსტის შინაარსს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას და ადასტურებს უნივერსიტეტის როლს, როგორც აქტიურ პლატფორმას გლობალური დისკუსიებისთვის ბავშვთა უფლებების, ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამართლებრივი პოლიტიკის სფეროში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა