სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე - რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

კითხვაზე: იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, უწყებაში აღნიშნეს: „პირველადი ვერსიით, რაც აშკარად იკვეთება, არის თვითმკვლელობა“.

„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, - განაცხადეს სუს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება